დღეს მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.ტელეკომპანიის მენეჯმენტმა კოლეგებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს ახალი ა(ა)იპ-ის თავისუფლების ფორმულას ნოტარიულად გაფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თავისუფლების ფორმულას სიმბოლურ 1 ლარად გადაეცა ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წილის ნახევარი და გახდა ტელეკომპანიის 25%-ის მფლობელი. ა(ა)იპ თავისუფლების ფორმულას მიზნებია: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა მედიაში. კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების საქმიანობის მხარდაჭერა და გაძლიერება. მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეწყობა. მედიაში დასავლური კურსისა და ევროპული ფასეულობების განმტკიცება. მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებისა და ჟურნალისტური ეთიკის დაცვაზე ზედამხედველობა. ორგანიზაცია დამოუკიდებელია შპს ფორმულასგან, სხვა იურიდიული პირებისგან, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებისგან, სხვა მეწარმე/არამეწარმე სუბიექტებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან. ფორმულას დირექტორის ზუკა გუმბარიძის განცხადებით, გაფორმდა კონტრაქტი ამერიკულ პარტნიორ კომპანიასთან, რომელთან თანამშრომლობის მიზანი ქვეყანაში ქართული კრიტიკული მედიის ინტერესების დაცვა.
"თავისუფლების ფორმულა"
09 ივნ 202320:31
3 წუთის საკითხავი